01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
ევროპის მოედანზე გალა კონცერტისთვის მუსიკოსებმა შეკრება უკვე დაიწყეს

ამ დროისთვის ევროპის მოედანზე შემსრულებლები როგორც სოლო არტისტები, ნელ-ნელა იკრიბებიან. ასევე საღამოს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და თეატრის ორკესტრი დავით მაზანაშვილი უდირიჟორებს. 

„დღევანდელი დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იქნება როგორც ქართული, ასევე ევროპული მუსიკა შესრულებული. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ჩემი ორკესტრი, რა თქმა უნდა, მიიღებენ ასევე საოპერო გუნდი მონაწილეობას,“ - განაცხადა დირიჟორმა დავით მაზანაშვილმა.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას თბილისში გალა კონცერტით აღნიშნავენ. საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ინსტალაცია განათდება ევროპის მოედანზე.

ღონისძიება საღამოს 9 საათზე დაიწყება და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. უკვე მზად არის სცენა, რომელიც დღეს ქართველ შემსრულებლებს დაეთმობათ.

ევროპის მოედანზე 4 საათიდან რეპეტიცია დაიწყება, საღამოს 21:00 საათზე კი ნებისმიერ მსურველს ელოდებიან. 

დღის ამბები