01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით ევროკავშირმა რუსეთს თითების კომბინაცია აჩვენა - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამყარებას ულოცავენ. მათი აზრით, დღევანდელი დღე რუსეთის ფედერაციისთვის გამოწვევის გაგზავნის ტოლფასია.

„ქართველებისთვის ეს ნიშნავს უდიდეს ნაბიჯს ოცნების ახდენისკენ - გაწევრიანდეს ევროკავშირში. შემდეგი ეტაპი წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაა და შეგიძლიათ, ეს მოითხოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს უამრავი პრობლემა აქვს, მან ძლიერი გზავნილი გაუგზავნა ყველას. რა თქმა უნდა, ევროკავშირი ამას არასდროს იტყვის, მაგრამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით რუსეთს თითების კომბინაცია აჩვენა,“ - აცხადებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდი ჟოზვიაკი.

უკრაინული ტელეარხის ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ეს უკრაინელებისთვის პოზიტიური სიგნალია. ინტერის ჟურნალისტი, ალენე აბრამოვიჩი, ამბობს, რომ ამ ფაქტმა უკრაინელ ხალხს იმედი ჩაუსახა.

„საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ უკრაინელებს იმედი ჩაუსახა, რომ ჩვენს შევძლებთ. თუმცა, მოგვიწევს დაველოდოთ საფრანგეთში არჩევნების დასრულებას, რადგან არ არის გამორიცხული, ამ პროცესზე გარკვეული გზით იმოქმედოს,“ - განაცხადა ალენე აბრამოვიჩმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები