01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
ირაკლი მამალაძის გარდა, მოწმე არ არსებობს საქმეში და მას იცავს დაცვის სპეციალური სამსახური - გიორგი ფანცულაია

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარისთვის გაუგებარია, როგორ შეუძია მამა გიორგის გამოძიებაზე გავლენის მოხდენა, რადგან საქმეში მხოლოდ ერთი მოწმეა, რომელიც სანდოდ არის დაცული და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.

„რომელ მოწმეზე უნდა მოახდინოს მამა გიორგი მამალაძემ ზეწოლა, როდესაც, ირაკლი მამალაძის გარდა, მოწმე არ არსებობს საქმეში და ირაკლი მამალაძეს იცავს დაცვის სპეციალური სამსახური, ფიზიკურად ვერ მოახდენს. რომელ მტკიცებულებაზე უნდა მოახდინოს გავლენა, როდესაც საქმეში არის მხოლოდ აუდიო-ვიდეო ვერსია. რამდენად კანონიერად არის მოპოვებული ცალკე საკითხია, მაგრამ ის აუდიო-ვიდეო ვერსიაც კი დაცვის პოზიციის სასარგებლოა, ვიდრე ბრალდების და შესაბამისად, ვერ გაბედა და ვერ გაუშვა პროკურატურამ სრულად იმიტომ, რომ ჩვენი სასარგებლო ინფორმაცია მასში მეტია და მხოლოდ ამოჭრილი ვერსია გაუშვა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. მათ ასევე არ უსაუბრიათ მიზეზებზე, რის გამოც ისინი ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის გამოშვებას ითხოვენ.

მამა გიორგი მამალაძის დაცვის მხარის შუამდგომლობას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლო ამ წუთებში განიხილავს

ამავე თემაზე
დღის ამბები