01 ოქტომბერი 2024,   03:41
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილის და დონალდ ტუსკის პრესკონფერენცია - ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა რუსთავი2-ზეც ისაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერმინისტრი ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავენ.

დონალდ ტუსკმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოს მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა და ამ კონტექსტში მედიაპლურალიზმსა და კერძოდ, რუსთავი2-ის საქმეზე ისაუბრა.

„მე მოხარული ვიყავი, გამეგო ხელისუფლების ერთგულების შესახებ მედიაპლურალიზმისადმი საქართველოში და კერძოდ კი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ევროკავშირი მედიაპლურალიზმს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მოლოდინი აქვს, რომ საქართველოც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს უხსნის, თვქენ გყავს მეზობელი, რომელიც ცდილობს ახალი საზღვრები შექმნას, რათა თქვენი თავისუფლება შეზღუდოს თქვენივე სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

გიორგი კვირიკაშილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს გზა ევროინტეგრაციისკენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები