01 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
მკვლელობა ტყიბულში - 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

მკვლელობა ტყიბულში - 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით სახლთან ახლოს მოკლეს. მომხდარის ვერსიებზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები არ საუბრობენ. თვითმხილველების ინფორმაციით, კი მათ მხოლოდ ორი გასროლა გაიგეს.

შემთხვევის ადგილზე წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო მისული და დაჭრილი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები