01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებენ

მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებენ ნაძალადევის რაიონში, ქსოვრელის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები.

მოსახლეობა ამბობს, რომ არ აქვთ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, კანალიზაცია, რის გამოც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

შენობაში 40 სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვი ცხოვრობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ პირობების გამო ყოველ დღე უარესდება.

მათ პრობლემებს ევროპული საქართველოს ლიდერები გაეცნენ.

„მინდა მივმართო პირადად განათლების მინისტრს ბატონ ჯეჯელავას, მის ხელმოწერაზეა დამოკიდებული ამ შენობაში 40 ბავშვი იცხოვრებს სიბნელეში, როგორც ეს ხდება წლების განმავლობაში, ექნებათ ელექტროენერგია და ელემენტარული პირობები,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები