01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
სამოქალაქო სექტორის ღია მიმართვა პრემიერს - ისინი 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებენ

სამოქალაქო სექტორი და მედიაორგანიზაციები პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ. ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც განვითარების პროცესს შეაჩერებს. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევაზე. ღია წერილს ხელს 120 ორგანიზაცია აწერს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრით, სტატუსის შეჩერება ქვეყანაში დემოკრატიული განვითარებას შეაფერხებს.

„თუ ჩვენ პირდაპირ არჩევითობას გავაუქმებთ ადგილობრივ დონეზე, მაშინ გვექნება მხოლოდ არჩევითი საკრებულო, რომელიც არის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო მხოლოდ დაინიშნება და იქნება მხოლოდ ქალაქის თუ სოფლის მენეჯერი, რომელსაც წარმომადგენლობითი ხელისუფლება დანიშნავს. ამ გვარად, ფაქტობრივად, ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდება,“ - აცხადებს მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, აკაკი კიღურაძე.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მიშა ჩიტაძე აცხადებს, რომ მთლიანი ბიუჯეტის, ფაქტობრივად 89 % ქალაქზე იხარჯებოდა და სოფელს მხოლოდ 11 % რჩებოდა ბიუჯეტიდან. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში სოფლის მოსახლეობა ბევრად მეტია, ვიდრე ქალაქში.

დღის ამბები