01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
უნდა განისაზღვროს პლიუსები და მინუსები - ირაკლი კობახიძე თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე საუბრობს

თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძეს და პრემიერმინისტრს დღეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ღია წერილით მიმართეს. მათი აზრით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შეჩერება მიუღებელია.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება ნაადრევია, რადგან ამ თემაზე მნიშვნელოვანი განხილვაა საჭირო.

„როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალური განხილვის საფუძველზე უნდა განისაზღვროს პლიუსები და მინუსები, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური ეფექტი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ადგილობრივ დონეზე სიტუაცია გააუმჯობესოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები