01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
ივანიშვილისთვის ხეების გადატანა გრძელდება - მახინჯაურთან ცენტრალური მაგისტრალი პარალიზებული იყო

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო ცენტრალური მაგისტრალი მახინჯაურთან. მიზეზი გიგანტური ხის ტრანსპორტირებაა. 300 წლოვანი ტიტას ხე 
ყოფილი სასტუმრო მზიურის ტერიტორიიდან ზღვის მიმართულებით გადაიტანეს. გურიის მიმართულებით ხე გეზს ზღვის მეშვეობით უახლოეს დღეებში აიღებს.

კომპანია გზამ სასტუმროდან ბარჟამდე ხის გადატანის სამუშაოებს 6 საათზე მეტი დრო მოანდომა.

გადაადგილების დროს ტიტას ხემ დააზიანა ბოძი, მის აღდგენას კომპანია საკუთარ თავზე იღებს. გზის გადაკეტვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მძღოლები.

დღის ამბები