01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონს არასამთავრობოები გაასაჩივრებენ

ე.წ.  ფარული მიყურადების კანონთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს სამოქალაქო სექტორს. არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ სარჩელზე, რომელსაც უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

მათი მტკიცებით, მიღებული კანონით ამ კონკრეტულ სფეროში ვითარება უცვლელი რჩება. არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულებაც.

არასამთავრობოები თვლიან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუშვებელია ე.წ. გასაღები ინახებოდეს.

სამოქალაქო სექტორი საჩივრის შეტანას აპირებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.

„ყველა ის რისკები რაც არსებობდა უკანონო ფარული მიყურადების შესახებ კვლავ ძალაშია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ჩვენგანის პირად ცხოვრებას უქმნის საფრთხეს. რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, მივმართავთ პირველ რიგში ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოს, შემდგომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა ეს კანონი გაუქმდეს და შეიცვალოს,“-განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ.

დღის ამბები