01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ვენეციის კომისია შეისწავლის

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ვენეციის კომისია სწავლობს. კომისიის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე შეხვდნენ. დღის ბოლომდე ევროპელი ექსპერტები საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ოთხივე სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გაივლიან და ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე მათ აზრს მოისმენენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას ქართული მხარე საკონსტიტუციო ცვლილებების ნებისმიერ შავ ვერსიას მუდმივად უგზავნის და უმრავლესობა ევროპელ კოლეგებს ინგლისურ ვერსია ყოველთვის აწვდის.

„როგორც კი საბოლოო კანონპროექტი, ის რისი ინიცირებაც მოხდება, იქნება მზად, ისინი გამოაგზავნიან თავიანთ რეკომენდაციებს და გაასაჯაროებენ თავიანთ მოსაზრებებს, მანამდე არის მხოლოდ სამუშაო რეჟიმი,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები