01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ეთნიკურად აფხაზ და ოს მოქალაქეებთან ერთად ლიტვას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლიტვას ეწვია. ეს პირველი ქვეყანაა, სადაც ის უვიზოდ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ჩავიდა. ევროკავშირის საზღვარი უვიზოდ გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეთნიკურად აფხაზ და ოს მოქალაქეებთან ერთად გადაკვეთა. ამ წუთებში კი ლიტვის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები იწყება.

ვილნიუსში ვიზიტს პრეზიდენტი აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და ასევე დიდი ლიახვის ხეობიდან საქართველოს მოქალაქეებთან ერთად განაგრძობს. ეს ადამიანები ვიზიტის როგორც ოფიციალურ, ისე კულტურულ ნაწილში იქნებიან ჩართულები.

ლიტვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყოველთვის დიდი მხარდამჭერი იყო. ლიტველი პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი ქართული მხარის გვერდში დგომას განაგრძობენ.

„ეს ნაბიჯი, ყველა იმ შესაძლებლობას, რაც გვაქვს ევროპასთან მიმართებაში, ყველა იმ შესაძლებლობას, რაც შექმნილია ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, გააღრმავებს და მისცემს ძალიან საინტერესო შესაძლებლობას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელებს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხანში ლიტველ კოლეგას შეხვდება და მოგვიანებით მოლაპარაკებებს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან გამართავს.

დღის ამბები