01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
"აქ მოხდება მკვლელობა!" - წერეთელზე ერთმანეთს გარემოვაჭრეები, დინამო არენას და მერიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

ამ წუთებში ხმაურია ხმაური წერეთელზე - გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედველობისა და დინამო არენის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. მიზეზი ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი გახდა.

"აქ მოხდება მკვლელობა! სახურავს ხელი ვინმემ არ მოკიდოს!" - მიმართავს ადგილზე შეკრებილებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

წერეთლის 2 ნომერში დემონტაჟი ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მერიის უსაფრთხოების სამსახურები.

„მერიამ მოგვცა ნებართვა, უნდა ავიღოთ ეგ რაღაც საძაგლობა აქ რომ დგას, უხეში შენობები, რომელიც არის დინამო არსენას საკუთრება და ამის ნებართვა, ერთი უკვე გავიდა ვადა, მეორეც გასდის უკვე ვადა და ამის საშუალებას არ გვაძლევს აგერ ზოგიერთი რომ აჯანყებს ამ ხალხს,“ - აცხადებს დინამო არენას წარმომადგენელი.

დემონტაჟი ისე მიმდინარეობს, რომ მოვაჭრეებს საჯუთარი ნივთები გატანილი არ აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები