01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
ხმაური მახინჯაურის სანაპიროზე - გიგანტური ტიტის გადატანისას ინტერნეტკაბელები და სანაპირო დაზიანდა

მახინჯაურში ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გადამზიდი კომპანია გზისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დღეს გამთენიისას გიგანტური ხე ტიტა, მახინჯაურის სანაპირო ზოლამდე გადაიტანეს, რის შედეგადაც რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტერნეტკაბელები დაზიანდა. რკინიგზის თანამშრომლების განცხადებით, მათ დილიდან ინტერნეტი არ აქვთ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები კომპანია გზას სანაპირო ზოლზე სამუშაოების წარმოების ნებართვის დამადასტურებელ საბუთს ამ დრომდე სთხოვენ.

გიგანტური ტიტა ახლაც სანაპიროზეა და ადგილზე ამ დრომდე ხმაურია.

დღის ამბები