01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
”საზოგადოებრივ მაუწყებელში გრძელდება საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ზრდა" - ლაშა მესხი

საზოგადოებრივ მაუწყებელში ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით არხის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა მესხმა პრესკონფერენცია გამართა. მისი ინფორმაციით ბოლო ორ თვეში ხარჯი მხოლოდ საინფორმაციო განყოფილებაში დაახლოებით 25 ათას ლარითაა გაზრდილი, მთლიანი საბიუჯეტო ხარჯმა კი 216 ათას ლარით მოიმატა. არხის ყოფილი თანამშრომელი, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, აცხადებს, რომ დაანოსნებული ქამრების შემოჭერის ფონზე ახალი თანამშრომლების მიღება და სახელფასო ხარჯის გაზრდა უკანონო გადაწყვეტილებაა.

”საზოგადოებრივ მაუწყებელში გრძელდება საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ზრდა. წინა მენეჯმენტის მანკიერი პრაქტიკა ამ დრომდე ძალაშია. მენეჯმენტი რომელიც მაუწყებელში არსებულ კორუფციაზე და ეგრეთწოდებულ კარმუშკაზე საუბრობდა, თავადვე უშვებს იმ შეცდომებს, რომლის გამოსასწორებლად თითქოს და თვითონ მოვიდა. ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან მხოლოდ ორ თვეში, სახელფასო ფონდი თითქმის 25 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო საერთო ხარჯები 200 ათას ლარს ბევრად აღემატება,“ - განაცხადა  საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა მესხმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ყოფილი თანამშრომლის განცხადებაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები