01 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
ვენეციის კომისიის შეფასება ჩვენთვის არის ძალიან მნიშნელოვანი - სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა სამუშაო რეჟიმში მინდინარეობს.

„ვენეციის კომისია რასაც ჩათვლის  საჭიროდ და რაზეც ჩათვლის, რომ აქცენტი გააკეთოს, ისინი ამაზე გააკეთებენ აქცენტს და ჩვენ, ბუნებრივია მათ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის შეფასება უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მმართველი გუნდი მათ რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

დღეს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მომუშავე კომისიის 4 ჯგუფს შეხვდებიან და მიმდინარე სამუშაოებზე დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები