01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
ეს არის მართული ანარქია - ზურაბ ჩიკვილაძე მარჯანიშვილის მეტროსთან გარემოვაჭრეების აქციაზე საუბრობს

მარჯანიშვილის მეტროსთან გარემოვაჭრეების აქციაზე დღეს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი უკლება მივიდა. მერიის წარმომადგენელს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე მმართველს გუნდს ხმას აღარ მისცემენ.

გიორგი უკლებას თქმით, ტერიტორიაზე ვაჭრობას კანონთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგება.

„კანონის მოთხოვნის გარდა, რაც გარევაჭრობას კრძალავს, თვითონ მოსახლეობის დაკვეთაც არის, რომ აქ და არამარტო აქ, გარევაჭრობა აღარ იყოს,“ - განაცხადა გიორგი უკლებამ.

მისი აზრით, ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ვაჭრობას ცივილური სახე მიეცემა. გიორგი უკლება ამ ადამიანებს მოუწოდებს ივაჭრონ ნებისმიერი ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელსაც ისინი აირჩევენ.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემაც, რომლის თქმიტაც აქცია მართულია.

„ეს არის მართული ანარქია, რომელიც ვინმე ჩხარტიშვილმა დაგეგმა და ეს საწყალი ხალხი, რომელსაც მართლა, სავაჭრო სივრცეები ელოდებათ, ოღონდ მივიდნენ, 3-დან 6 თვემდე კაპიკს არ გამოართმევენ. იმის ნაცვლად, რომ იქ ივაჭრონ, მოჰყავთ აქ და ცარიელ ყუთებს ალაგებინებენ,“ - განაცხადა თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები