01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
ფოთის მერიის ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და სასამართლოს მიმართავს

ფოთის მერიის ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. თამარ ჭოჭუა ამბობს, რომ მისი მეუღლე არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, ბექა ბასიალაიას აქტიური მხარდამჭერი იყო და სამსახურიდანაც ამ მიზეზით დაითხოვეს.

მისივე განმარტებით, მერიაში გამოცხადებული კონკურსი მან წარმატებით გაიარა. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 აპრილსა არის ჩანიშნული.

„არანაირის საყვედური მის მიართ არ ყოფილა, მეტიც, წახალისებულიც იყო არაერთგზის, თავისი მოვალეობის ჯეროვნად და მაღალ დონეზე შესრულების გამო და კონკურსზე მხოლოდ იმის გამო, რომ თამარ ჭოჭუას მეუღლე არის ირაკლი ჭანტურია, რომელიც 2016 წლის არჩევნებში პირადად მე მიჭერდა მხარს და ჩემი საარჩევნო შტაბის წევრი იყო, მხოლოდ ამიტომ ეთქვა თამარ ჭოჭუას დანიშვნაზე უარი,“ - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მერიაში აცხადებენ, რომ კომისიას პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილება არ მიუღია და თამარ ჭოჭუა, 10-მდე თანამშრომელთან ერთად, საკონკურსო-საატესტაციო კონკურსის პირობების მიხედვით გაათავისუფლეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები