01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
მზადება "ჯემ ფესტისთვის" - მესამე სეზონზე 8 სცენა მოეწყობა

წელს ანაკლიაში ჯემ ფესტის მესამე სეზონზე 8 სცენა მოეწყობა, სადაც 500 არტისტი დაუკრავს. ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

ჯემ ფესტის დამფუძნებლის განცხადებით, სტუმრებს ქალაქში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

"ეს იქნება მსოფლიოს ყველაზე დიდი, ხანგრძლივი ფესტივალი. ამას დააფიქრისებს გინესის რეკორდების წიგნის კომისარი, რომელიც ჩამოდის ანაკლიაში. არა მხოლოდ ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი, ასევე ყველაზე უხვარტისტიანი ფესტივალი, ასევე ყველაზე მეტი აქტი, ანუ შესრულება იქნება," - განაცხადა გიორგი სიგუამ.

ფესტივალი ანაკლიაში ერთი თვის განმავლობაში, 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე ჩატარდება.

დღის ამბები