01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია იმ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კომპანია ფილიპ მორისსა და თბილისის თამბაქოს დავაში იკვეთება.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში აცხადებენ, რომ პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთების გარეშე მიიღო და სასამართლო განხილვები დაჩქარებულად წარიმართა.

მათივე თქმით, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ საქმეს არ დაურთო და არ გაითვალისწინა კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არ დადგინდა.

დღის ამბები