01 ოქტომბერი 2024,   03:44
ვრცლად
გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დღეს დეკანოზის პატიმრობაში დატოვება გაასაჩივრეს

გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დღეს დეკანოზის პატიმრობაში დატოვება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების ფორმა გირაოთი არ შეუცვალა და ის პატიმრობაში დატოვა.

ორი დღის წინ კი, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საგამოძიებო უწყებას დამატებით კიდევ ერთი თვე მისცა. დეკანოზის ადვოკატები აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეში ამ დრომდე არ დევს თბილისის აეროპორტში გადაღებული ვიდეო კადრები, რომელიც ბრალდებულის დაკავების პროცესს ასახავს.

 „სასამართლო დასაბუთებაში იყო ასეთი, რომ არსებობს მოწმეზე ზეწოლის საფრთხე, არსებობს მტკიცებულების განადგურების საფრთხე და არსებობს მიმალვის საფრთხე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იქ რაზეც იყო საუბარი, პრაქტიკულად არავინ არ მოისმინა. ჩვენ ვასაჩივრებთ, უფრო მეტს გეტყვით, რომ დღევანდელ ჩვენს გასაჩივრებაში, სწორედ იმიტომაც ვემზადებოდით ამისთვის, რომ ყველა ევროპული სტანდარტის გადაწყვეტილებები, სტრასბურგიდან დაწყებული, ადგილობრივი სასამართლო გადაწყვეტილებები, მსგავს საქმეებზე, ყველა არის მოყვანილი, თუ რატომაც უნდა იყოს დღეს შეცვლილი აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მამა გიორგი მამალაძის დაკავების დროს მომხდარ დარღვევებზე საუბრობს დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატი მია ზოიძემ.

ადვოკატის თქმით, მათ ეს ვიდეო მასალა გამოითხოვეს, თუმცა აეროპორტში უარი განუცხადეს. ეს მოთხოვნა დაცვის მხარეს არც სასამართლომ დაუკმაყოფილა.

„ამ ვიდეო მასალაში არის ის, რომ მას არ განუმარტეს უფლებები, რომ დაკავების დროს იყო საპროცესო კანონმდებლობა დარღვეული. ყველა საპროცესო ნორმა დაირღვა, რაც ჩხრეკის და დაკავებისას არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული,“ - განაცხადა მია ზოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები