01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
შსს-ს ვერტმფრენმა პირველი მგზავრები ალვანიდან ომალოში გადაიყვანა

პრემიერმინისტრის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეულ რეისებს შეასრულებს. ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან ომალოში გადაიყვანა.

საავტომობილო გზა ზამთარში თოვლის გამო იკეტება და მის გახსნამდე ვერტმფრენი, ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს.

რეისი მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს მოემსახურება.

დღის ამბები