01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
300 წლოვანი ხის ტრანსპორტირება "ენმ"-ის პროტესტის ფონზე

ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა 300 წლოვანი ხის ტრანსპორტირება მახინჯაურში. ნაციონალური მოძრაობის წევრები 4 საათის განმავლობაში ითხოვდნენ დოკუმენტაციის წარმოდგენას, თუ რის საფუძველზე ხორციელდება სამუშაოები მახინჯაურის სანაპირო ზოლზე, თუმცა ასეთი დოკუმენტი სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას არ წარმოუდგენია.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამუშაოები ოპოზიციის აქციის ფონზე გრძელდება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უშუალოდ სამუშაო მოედნიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს.

ხე ამ დროისთვის უკვე ბარჟაზეა დატვირთული. თუმცა, სიმძიმის გამო დაბრკოლება შეიქმნა. ხე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

დღის ამბები