01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება არის ჩვენთვის ყველაზე პრინციპული - თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტებმა, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს შეისწავლიან, თავად განსაზღვრეს საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფებთან შეხვედრის ფორმატი და უმრავლესობის მიმართ ამ საკითხზე პრეტენზიის გაჟღერება არასწორია.

ამ საკითხზე მან კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისიის წევრებთან უმრავლესობის შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო.

„ჩვენთან შეხვედრა იყო ძალია პოზიტიური, მემგონი ყველა თანხმდება იმაზე, მათ შორის ის პარტიები და ორგანიზაციებიც კი, რომლებსაც გარკვული შენიშვნები აქვთ და ფიქრობენ, რომ შენიშვნები უნდა ჩაიწეროს, რომ საერთო ჯამში, ის დოკუმენტი, რომლზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და არის მნიშნელოვანი გაუმჯობესება ამ კუთხით,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, დღეს საღამოს, მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის წევრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს და ასევე არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს გაივლიან, მათ მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ უნდა შეხვდნენ.

„ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება არის ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მოვიყვანთ ჩვენს კანონპროექტს შესაბამისობაში ექსპერტების მოსაზრებებთან,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან ასევე საარჩევნო სისტემის საკითხზე ისაუბრა. თამარ ჩუგოშვილის აზრით, ოპოზიციის მხრიდან გაუნაწილებელ მანდატებზე საუბრისას ძალიან დიდი რიცხვები სახელდება და დაგეგმილი ცვლილება ევროპული ქვეყნების გამოცდილებას შეესაბამება.

ის ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის თაობაზე კრიტიკა პოლიტიკურ ინტერესებსაც უკავშირდება და ამის გამო საკითხზე ექსპერტების მოსაზრების მოსმენაა საჭირო.

ამავე თემაზე
დღის ამბები