01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს არ უნდა ახორციელებდეს ისეთი ორგანო, რომელიც თვითონ არის საგამოძიებო უწყება - ნათია კაციტაძე

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, ნათია კაციტაძე აცხადებს, რომ ე.წ. მოსმენების ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნებს არ შეესაბამება.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნა ახალი კანონი მიღებული და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას ახლა რომელი უწყებაც ახორციელებს, გარკვეულად ხარვეზიანი არის და არ არის შესაბამისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილების,“ - განაცხადა ნათია კაციტაძემ.

მისი განცხადებით, სააგენტო, რომელსაც ე.წ. მოსმენების გასაღები ექნება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და ასევე მიუღებელია სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევის პრინციპი.

„პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასმართლომ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, პრინციპის დონეზე არის ის, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს არ უნდა ახორციელებდეს ისეთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც თვითონ არის საგამოძიებო უწყება ქვეყანაში და რომელიც დაინტერესებული არის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შედეგებით,“ - აღნიშნავს კაციტაძე. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანონის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატი არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს. სახალხო დამცველის აპარატმა შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის თაობაზე სარჩელი კვლავ შეიტანოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები