01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არებული ვითარება - არასამთავრობოების კვლევა

სოფელ მოხეში სალოცავთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირება მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთწლიანი კვლევის ანგარიშში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ადამიანის უფლებათა ცენტრი, დოკუმენტს დღეს გაასაჯაროებს.

რა ვითარებაა საქართველოს რეგიონებში ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით - კვლევა ამ მიმართულებით მომზადდა, და გამოიკვეთა თანასწორობის პრობლემები, მათ შორის რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით.

დოკუმენტში ასევე ყურადღებაა გამახვილებული სოფელ მოხეს სკოლაში მომხდარ შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტზეც.

დღის ამბები