01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
 "ამდენ მილიონად არ ღირდა 4 წელი?" - "ცენტრ პოინტის" დაზარალებულები სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან

ცენტრ პოინტის საქმეზე დღეს გამართულ სასამართლო პროცესს დაზარალებულები ესწრებოდნენ. ისინი უკმაყოფილო არიან დღევანდელი გადაწყვეტილებით, რადგან აცხადებენ, რომ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრათ, უსამართლო და ისინი უფრო დიდ სასჯელს ითხოვდნენ.

“4 წელს თუ მომცემენ და მეტს არა, ამდენ მილიონად არ ღირდა 4 წელი?“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

დღის ამბები