01 ოქტომბერი 2024,   03:44
ვრცლად
სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნეს

სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნილია.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს.

გამოვლენილია 13 ერთეული სიმ ბოქსის უკანონოდ განთავსება-გამოყენების ფაქტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები