01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი შოთა კაპელიანის საქმის მონიტორინგს ახორციელებს

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დაკავებული შოთა პაკელიანის საქმეს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი საქმის მონიტორინგს ახორციელებს.

„სახალხო დამცველის აპარატი უკვე არის ჩართული ამ საქმის მონიტორინგში, ჩვენი წარმომადგენლები ამჟამად იმყოფებიან მე-8 დაწესებულებაში, იმისთვის, რომ დაკავებული მოინახულონ. გარდა ამისა, დავიწყეთ უკვე იმ დოკუმენტაციის შესწავლა, რომლითაც შესაძლებელი გახდება ვისაუბროთ იმაზე, დაკავებისას მოხდა თუ არა იოს დაზიანებები, რომელიც მას სხეულზე აღენიშნება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებენ შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა 50 დღიანი წინასწარი პატიმრობა, რასაც დღეს გაასაჩივრებს ადვოკატი.

მისი მტკიცებით, ისანი-სამგორის პოლიციის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის 4 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადვოკატი უსაფუძვლოდ მიიჩნევს შოთა პაკელიანისთვის წაყენებულ ბრალდებას. მისი შეფასებით, სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და მათ პასუხიმგელობას ითხოვს.

გამოძიება ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების განმეორებით შეძენა-შენახვა, გადაზიდვის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

შოთა პაკელიანის დაკავებაზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დაკავებულზე ფიზიკური ანგარიშსწორება კატეგორიულად გამორიცხა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები