01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" რეფერენდუმის ჩატარების წლისთავი აღნიშნეს

საქართვლოს 1991 წლის 31 მარტს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების წლისთავი აღნიშნეს ერთიან ნანციონალურ მოძრაობაში. პარტიის ოფისში ამ საკითხზე ფოტოგამოფენა გაიმართა.

ღონისძიებას, პარტიის ლიდერებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერთა ნაწილიც ესწრებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ერთგულია 31 მარტის ეროვნული იდეალების და ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

დღის ამბები