06 მაისი 2024,   18:24
ვრცლად
ციკლონი ავსტრალიაში - სტიქიის შედეგად დაღუპულია რამდენიმე მოქალაქე

ციკლონის შემდეგ, ავსტრალიელები მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიამ ყველაზე მეტად ახალი სამხრეთ უელსის ჩრდილოეთ და ქუინსლენდის სამხრეთ რაიონები დააზარალა.

ციკლონის შედეგად არის მსხვერპლიც. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია ორი ქალი, რამდენიმე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ძლიერმა ციკლონმა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს ორი დღის წინ გადაუარა. დაინგრა გზები და ხიდები, 100 ათასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას მომდევნო დღეებშიც სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები