01 ოქტომბერი 2024,   01:33
ვრცლად
აქცია თბილისის მერიასთან - გარემოვაჭრეები მერიას ტყუილშ ადანაშაულებენ

თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა - მოვაჭრეები გარევაჭრობის ნებართვას ითხოვდნენ. ისინი მერიას ტყუილში ადანაშაულებენ, მათ შეთავაზებაზე უარს ამბობენ და სპეციალური ბაზრის აშენებას ითხოვენ, სადაც ისინი ვაჭრობის გაგრძელებას შეძლებენ. გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის სამსახურს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

„ეს ჩვენ მიერ არჩეული მთავრობაა. რომ აგვყარეს გარემოვაჭრეები, ხომ უნდა მიგვიჩინონ რამე ტერიტორია? მერიისგან იყო შემოთავაზება, რომ 6 თვე იქნებითო ჩეკის გარეშე, მარგამ ეს გამოვიდა ტყუილი. დავდექით გუშინ და მოგვთხოვეს 20-20 ლარი. რომელი ჩვენგანი შეძლებს გადახდას ჩეკისას?“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი მოითხოვს, გარემოვაჭრეობას ცივილიზებული სახე მიეცეს.

"ჯერ კიდევ 6 წლის წინ მივმართეთ პარლამენტს და ერთი მოსმენით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მიიღო კიდეც მარეგულირებელი აქტის პროექტი, რომელიც ადგენს სანიტარულ, ვიზუალურ, გადაადგილებასთან დაკავშირებულ ნორმებს, რათა გარევაჭრობა იყოს, მაგრამ მას ჰქონდეს ადამიანური სახე, მან მოუტანოს მეტი მოგება საზოგადოებას და ნაკლები პრობლემა შექმნას,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები