19 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
"დრაკონული რეგულაციები,"- გიგა ბოკერია თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აფასებს

საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის ინიციატივა შეაფასეს ევროპულ საქართველოში. გიგა ბოკერიას მოსაზრებით სანქციები ზედმეტად მკაცრია. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არ შეამცირებს თამბაქოს მწეველთა რაოდენობას.

„არავინ არ დაობს, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ ერთადერთი გზა იმისკენ, რომ მეტმა ადამინმა იზრუნოს და მეტად იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და მათ შორის ნაკლებად მოწიოს, არის ქვეყნის სიღარიბიდან გამოსვლა და გამდიდრება, არა ასეთი დრაკონული რეგულაციები ისეთი, როგორიც ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში არ არის, როგორც საფრანგეთში, ესტონეთში ან ფინეთში. ამ კანონის შედეგია, რომ ის ბევრჯერ და ბევრგან იქნება იგნორირებული, ზოგჯერ იქნება კორუფციის წყარო და ყველა შემთხვევაში დააზიანებს ბიზნეს და ტურიზმს. ანუ აისახება ათასობით ჩვენი მოქალაქის შემოსავალზე, ისინი დაკარგავენ შემოსავალს ან საერთოდ დაკარგავენ სამსახურს, ანუ სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ,“-განაცხადა გიგი ბოკერიამ.

დღის ამბები