19 მაისი 2024,   11:36
ვრცლად
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, თეთრ სახლში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო. ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას, პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა.

დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტთან ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ისაუბრა. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში. ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

დღის ამბები