მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას პოლონეთში. ქვეყნის სამხრეთ ქალაქ სვებო-ძიცეში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.