06 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
"თურქეთის ავიახაზების" თვითმფრინავში გოგონა დაიბადა - ახალშობილი 42 ათასი ფუტის სიმაღლეზე გაჩნდა

ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზების ეკიპაჟის წევრები 28 კვირის ოსრულ ქალს მშობიარობაში დაეხმარნენ. შემთხვევა კონაკრი-უაგადუგუ-სტამბოლის რეისის დროს მოხდა. გოგონა, რომელსაც სახელად კადიჯუ შეურჩიეს, თითქმის 42 ათასი ფუტის სიმაღლეზე დაიბადა. ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. კომპანიამ twitter-ის გვერდზე პატარის ფოტოებიც გაავრცელა.

დღის ამბები