06 მაისი 2024,   02:51
ვრცლად
კიბერთავდასხმები და გაძლიერებული რუსული პროპაგანდა აშშ-ში - მუშაობა რუსული საცეცების მოგერიებისთვის

რუსული პროპაგანდა შეერთებულ შტატებში - ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა და უფრო მძლავრად დაფინანსებულმა მედიასაშუალებებმა, რუსული პროპაგანდის კამპანიას არნახული მასშტაბები მისცა. კიბერთავდასხმები და ამერიკულ არჩევნებში ჩარევა აღმოჩნდა ის წითელი ხაზი, რომელიც მოსკოვმა გადაკვეთა, შესაბამისად, დღეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების მოხსნა არ განიხილება.

შეერთებული შტატების ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შემდეგ, ამერიკელები განსაკუთრებული სიფხიზლით აკვირდებიან რუსეთის ქმედებებს და აქტიურად მუშაობენ პუტინის საცეცების მოსაკვეთად. სენატორებს ჯონ მაკკეინს და ბენ კარდინს მომზადებული აქვთ კანონპროექტი, რომელიც სანქციების უფრო მეტად გამკაცრებას ითვალისწინებს.

ამერიკელი სპეციალისტები მსჯელობენ იმაზე, საკანონმდებლო ინიციატივების გარდა კიდევ რა უნდა დაუპირისპირდეს რუსულ პროპაგანდას. ერთ-ერთი გზა სამოქალაქო განათლება და მოსახლეობისთვის რუსული დეზინფორმაციის ზიანის ახსნაა.

„საქართველოს და უკრაინას დიდი ხანია ამასთან გამკლავება უწევთ. რუსები უფრო მეტად აგრესიულად ცდილობენ, ჩვენი საზოგადოების სტაბილურობის დანგრევას,“ - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ.

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იყო ის ერთ-ერთი პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც 2014 წლის აპრილში რაშა თუდეის "პროპაგანდის საყვირი" უწოდა.

დღის ამბები