02 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
აქ არის სწორედ პოპულიზმის გამოძახილი - დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, გიორგი აბაშიშვილს არჩევანის ეთერში პასუხობს.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ქართულ ოცნებას ხალხის ეშინია და სწორედ ამიტომ არ მართავს კონსტიტუციის განხილვას.

დავით მათიკაშვილის თქმით, გაუგებარია, რაზე ესაუბრება პრეზიდენტი ხალხს, როდესაც კონსტიტუციის ცვლილებების იურიდიული დოკუმენტი არ არსებობს და ჩამოყალიბების ფაზაშია.

„აქ არის სწორედ პოპულიზმის გამოძახილი, აქ არის ის არასწორი და ნეგატიური მიდგომები, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში განხილვის პირობებში იქნებოდა ჯანსაღი და სწორ მიმართულებას აიღებდა,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

დღის ამბები