02 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
მორჩილი პრეზიდენტი პირობებში ეს თემა საერთოდ არ დადგებოდა - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის, განცხადებით, დღეს პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხი დღისწესრიგში თავად მმართველმა გუნდმა დააყენა.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი აზრით, დღევანდელ პირობებში პარლამენტში სხვადასხვა პარტია უნდა იყოს კონსოლიდირებული.

"დღესაც, როდესაც ვუყურებთ ძალის კონცენტრაციას და პრაქტიკულად უდისკუსიო ფორმატებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მრავალპარტიული დემოკრატია ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი მორჩილი პრეზიდენტი იქნებოდა.

„მე მესმის, რომ მორჩილი პრეზიდენტის პირობებში ეს თემა საერთოდ არ დადგებოდა და "ხასიათგამოვლენილი პრეზიდენტის" პირობებში დადგა. ამ შემთხვევაში ეს საკითხი რომ არ დამდგარიყო დღისწესრიგში, მე ვიცი, როგორ სხვანაირად განვამრტავდით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ეს საკითხი კი თქვენ დააყენეთ დღის წესრიგში,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები