03 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
პრემიერმინისტრის დუმილი არის უკვე საეჭვო - ოპოზიცია ლავროვის სოხუმში ვიზიტს ეხმაურება

რუსეთის პირველი დიპლომატის ვიზიტს თბილისში საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებად და მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენ. სერგეი ლავროვს სოხუმში ხვალ ელოდებიან.

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი პრემიერმინისტრს აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღების მიპყრობისკენ მოუწოდებს.

„აიღოს ყურმილი საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დაურეკოს ამერიკის პრეზიდენტს, რათა ყურადღება მოიპყროს საქართველოს პრობლემების მიმართ, მაგრამ ამასაც არ აკეთებს. მაგრამ, მე მეტსაც ვიტყვი, საქართველოს მთავრობის, პრემიერმინისტრის დუმილი ამ საკითხთან დაკავშირებით არის უკვე საეჭვო,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე, აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო არენაზე უნდა გააქტიურდეს.

„რუსეთი, ამას, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო აკეთებს თავხედურად, პროვოკაციულად, მიზანმიმართულად და ამისთვის არანაირ არც პოლიტიკურ და არც დიპლომატიურ ფასს არ იხდის,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

დღის ამბები