03 მაისი 2024,   03:00
ვრცლად
ეს არის ძალიან უსამართლო საარჩევნო სისტემა, რაც არის შემოთავაზებული - გიორგი გოცირიძე

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიის მიერ დაგეგმილ ცვლილებებს აფასებენ. მათი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული ახალი საარჩევნო სისტემა მოქმედ, მაჟორიტარულ სისტემას სჯობს, თუმცა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პროპორციულ სისტემაში მანდატების გადანაწილების წესი ამომრჩევლების მიმართ კვლავ უსამართლოა.

„ეს არის ძალიან უსამართლო სისტემა, რაც არის შემოთავაზებული. რეალურად, ხელისუფლებას აქვს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომ გადაუნაწილებელი მანდატები მთლიანად პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაკუთვნოს, გაუქმდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და იმავდროულად გაუქმდეს საარჩევნო ბლოკების მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში, თავად ამომრჩეველს აზარალებს,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.

კონსტიტუციონალისტი, ვასილ გონაშვილი კი აცხადებს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა სიმახინჯეა და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება შესატანი ცვლილების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ასევე გაურკვეველია, თუ რატომ არ არის ცვლილებებში მკაცრად გაწერილი ვადები.

ამავე თემაზე
დღის ამბები