03 მაისი 2024,   05:17
ვრცლად
თურქეთის ელჩის თქმით, რეფერენდუმის შედეგები თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს

თურქეთის მოსახლეობის 51-მა პროცენტმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა. თურქეთის ელჩი საქართველოში რეფერენდუმის ოფიციალურ შედეგებს ელოდება. მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგები თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენას ვერ იქონიებს და ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელს არაფერი შეუშლის.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები თურქეთის შიდა პოლიტიკისთვის დიდი გამოწვევაა, საგარეო პოლიტიკა უცვლელი დარჩება. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს, ასევე ვთანამშრომლობთ რეგიონალური მასშტაბით და ეს მომავალშიც გაგრძელდება იმის მიუხედავად, რომელი პარტია მოვა სათავეში და როგორი მმართველობა იქნება თურქეთში,“ - განაცხადა ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ. 

დღის ამბები