03 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისია - პარლამენტში რამდენიმე დღეში ცვლილებების საბოლოო პროექტს წარადგენენ

საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი პარტიები ბოლო სხდომის შედეგებს და ცვლილებების საბოლოო პროექტს ელოდებიან. თუ ხელისუფლება კომპრომისზე არ წავა, ისინი კომისიის დატოვებას აპირებენ.

ოპოზიციისთვის პრინციპულად მიუღებელი ბლოკების შეზღუდვა, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის ადგილმდებარეობა და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მინიჭებაა.  

პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადება კომისიისთვის უკვე შეთანხმებულია საკოორდინაციო საბჭოში. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ოთხშაბათიდან პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადასვლის შესახებ განაცხადებს პატრიოტთა ალიანსი. ოპოზიცია ვენეციის კომისიის მკვეთრი რეაგირების მოლოდინშია.

მმართველი გუნდისთვის ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი და პროტესტი უსაფუძვლოა. კომისიის დატოვებაზე მესამე სექტრორშიც მსჯელობენ.

კომისიის მიერ მომზადებულ საბოლოო პროექტში სამოქალაქო სექტორის და პარტიების წარმომადგენლები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე გადასვლის ვადების მითითებას მოითხოვენ. საკითხი ამ დრომდე ღიაა. მმართველ გუნდში აღიარებენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას უმრავლესობაში მოწინააღმდეგეები ჰყავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები