03 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
დღეს თბილისს ირანის საგარეო მინისტრი ესტუმრა

დღეს საღამოს თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა. მოჰამედ ჯავად ზარიფი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ეკონომიკურ გუნდს შეხვდება.

აეროპორტში ირანელ დიპლომატს საგარეო უწყების ხელძღვანელის მოადგილე, დავით ჯალაღონია, დახვდა.

„გათვალისწინებულია პროგრამის ფორმატში ბიზნეს კომპონენტი. მას თან ახლდება ირანელ ბიზნესმენთა ჯგუფი და ხვალ შედგება ბიზნეს ფორუმი,“ - განაცხადა დავით ჯალაღონიამ. 

დღის ამბები