02 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
ბრიტანეთის პარლამენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ პრემიერის გადაწყვეტილებას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ პრემიერის გადაწყვეტილებას განიხილავს. სხდომა თემთა პალატაში ამ წუთებში მიმდინარეობს. ტერეზა მეის ინიციატივას დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერა ესაჭიროება.

საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ტერეზა მეიმ თარიღი 8 ივნისისთვის გადმოწია. მისი თქმით, გადაწყვეტილება ბრექსიტის პროცედურის დაწყებას უკავშირდება, თუმცა ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება გამორიცხა.

გამოკითხვების თანახმად, კონსერვატიულ პარტიას გამარჯვების დიდი შანსი აქვს და დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტს ისევ ტერეზა მეი დაიკავებს.

დღის ამბები