02 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
მთავრობა კომერციული ატაშეების საელჩოებში გაგზავნას გეგმავს

სექტემბრიდან, საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შესაძლოა ახალი თანამდებობა შეიქმნას. ეს ინიციატივა მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დღეს, ახალი სააგენტოს აწარმოე საქართველოს ერთ-ერთ ახალ მიმართულებად დაასახელა. კომერციული ატაშეების მთავარ ფუნქციაში ინვესტიციების მოზიდვა შევა.

ატაშეების საელჩოებში წარგზავნის წინადადება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განიხილებოდა. აქედან გამომდინარე, ექსპერტების აზრით, მთავრობის ინიციატივა, რომელსაც უკვე ერთი წელია კანონის სახე აქვს, ექსპერტების შეფასებით დაგვიანებულია.

ოპოზიციის აზრით კი, დამატებითი თანამდებობა ბიუროკრატიულ ხარჯებს გაზრდის.

კომერციული ატაშეების მუშაობის დაწყებამდე ინვესტიციის ზრდის მიმართულებით აქტიურობას ხელისუფლება ახალი სააგენტოს აწარმოე საქართველოში საშუალებით გეგმავს.

დღის ამბები