02 მაისი 2024,   12:45
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება - ცესკო განმარტებებს აკეთებს

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები მზადებას იწყებენ.

არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ზუსტი თარიღი კი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს.

საქართველოს მოქალაქეები, ადგილობრივ დონეზე, მერებს 12 თვითმმართველ ქალაქში აირჩევენ.

„არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით და არჩევნები ინიშნება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მესამოცე დღის. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არის 12 თვითმმართველი ქალაქი, რომელიც ირჩევს ქალაქის მერს," - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები