04 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
სუს-ი გადაიქცა კორუფციის, ნეპოტიზმის წყაროდ - ხატია დეკანოიძე

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უნდა იცავდეს ქვეყნის სტრატეგიულ უსაფრთხოებას ქვეყანაში და უნდა იყოს ფუნდამენტი ქვეყნის უსაფრთხოების, ეს სამსახური გადაიქცა კორუფციის, ნეპოტიზმის,  წყაროდ,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ხატია დეკანოიძე, ზოგადად, სხვადასხვა უწყებებში არსებულ კორუფციულ დაქტებზე საუბრობს. ხატია დეკანოიძემ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახთან დაკავშირებული საქმეც გაიხსენა.

„ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არის უზურპირებული ოლიგარქის მიერ და რომელიც პირველად თვითონ ჩადის დანაშაულს, როდესაც იგი ამკვიდრებს არაფორმალურ  მმართველობის ნიშნებს და ამ ადამიანმა დაამკვიდრა ის, რომ საქართველოში გაჩნდა პრივილეგირებულთა კასტა, რომელიც დაახლოებულია ქართულ ოცნებასთან ან თვითონ არიან ქართლი ოცნების ლიდერები და ეს ადამიანები ყველანაირ პრივილეგიას იხვეჭენ თავისთვის,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოების განვითარებაზე. მისი თქმით, ის ზრუნავს იმაზე, თუ როგორ დაასაქმოს ლოიალურად განწყობილი ადამიანები.

საუბრის დასაწყისში ხატია დეკანოიძე ირაკლი სესიაშვილის შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო და განაცხადა, რომ უმრავლესობის დეპუტატმა გამოიყენა საკუთარი გავლენა იმისთვის, რომ მისი მეორე კურსელი შვილი დასაქმებულიყო სუს-ში.

ხატია დეკანოიძე ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქართულ ოცნების დამახასიათებელი ჩვევაა.  

დღის ამბები