06 მაისი 2024,   18:32
ვრცლად
მეწყერი ყირგიზეთში - დაიღუპა 24 ადამიანი

ყირგიზეთში მეწყერის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ოშის მახლობლად სოფლის დიდი ნაწილი დაიმეწყრა. მაშველების ინფორმაციით, დასახლებაზე ერთი მილიონი კუბომეტრი მიწა ჩამოწვა და 11 სახლი ქვეშ მოიყოლა.

სტიქია სოფელს გამთენიისას დაატყდა თავს, იმ დროს, როდესაც ადამიანები სახლებში იმყოფებოდნენ.

სამაშველო ოპერაცია სოფელ იაუში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეციალისტები სოფელში მეწყერის განმეორებას არ გამორიცხავენ, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

სტიქიის ზონიდან ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები