28 დეკემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ქართველმა მესაზღვრეებმა 50-მდე რუსი ბაიკერი საქართველოში არ შემოუშვეს

ანულირებულია - ეს შტამპი ჩაურტყეს პასპორტში და საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს 50-მდე რუსი ბაიკერი. ამის შესახებ ინფორმაციას მოტიციკლისტი დიმიტრი ხრიპკოვი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 

"დიახ, მოვიდა შეტყობინება სასაზღვრო სამსახურიდან, რომ მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას დაბრუნდით ვლადიკავკაზში,"-წერს ხრიპკოვი

რუსული გამოცემა auto.mail.ru-ს ცნობით კი ქართველმა მესაზღვრეებმა რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და ახსნა-განმარტებების გარეშე, პასპორტში შტამპი "ანულირებულია" ჩაურტყეს. 

"ჩავედი გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტზე დაახლოებით 22:00 საათზე, მივედი საზღვართან და დავინახე, რომ ცალკე დგანან მოტოციკლისტები, მე მაინც რიგში ჩავდექი და როდესაც მესაზღვრეს პასპორტი და მოტოციკლის საბუთი მივაწოდე, დამისვეს კითხვები თუ სად ვმუშაობ, 40 წუთში პასპორტი გამომიტანეს და მითხრეს უარი და რომ არ მაძლევენ საქართველოში შესვლის უფლებას,"-აცხადებს მოტოციკლისტი პაველ იარცევი.

არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში, ამ მოთხოვნით საზოგადოების წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ, ვებ გვერდზე manifest.ge ამ თემაზე მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს. 

დღის ამბები